პროექტის სახელი: როგორ ვიცნობ მშობლიურ სოფელს.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ დაადგინონ სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა, მათი საშუალო ასაკი. როგორია მიგრაციის დონე, რამდენი იქნება მოსახლეობის რიცხვი ჩვენს სოფელში უახლოესი ხუთი წლის მანძილზე.
პროექტის სრული აღწერა:
პირველი ეტაპი – პროექტის დაგეგმვა.
მონაცემთა ანალიზი სტატისტილის შესწავლისას მოსწავლეებს მოუყევები ქართველების მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რაც სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგინდა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ილია II მოსახლეობას შესთავაზა რომ თვითონ მონათლავდა ოჯახის მესამე და მეტ შვილს. მოსწავლეებს შევთავაზებ ჩავატაროთ კვლევა ჩვენი სოფლის მცხოვრებლებზე და შეურჩიოთ სახელი.
მეორე ეტაპი:
ჩვენს სოფელში არის სამი უბანი აქედან გამომდინარე მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად
I-ჯგუფს დავავალებ დაადგინონ სოფელში მომქმედი კომლის რაოდენობა , კომლში ადამიანების რაოდენობა და მათი ასაკი. საშუალო ასაკი გაბნევის დიაპაზონი და ცხრილის სახით წარმოადგინონ პრეზენტაციაზე.
II-ჯგუფი დავავალებ დაადგინონ სოფლიდან დროებით გასული კომლის რაოდენობა .
კომლში ადამიანების რაოდენობა და მათი ასაკი. საშუალო ასაკი, გაბნევის დიაპაზონი და ცხრილის სახით წარმოადგინონ პრეზენტაციაზე.
III-ჯგუფი დავავალებ დაადგინონ მარტოხელათა რაოდენობა და მათი ასაკი.ცხრილის სახით წარმოადგინონ პრეზენტაციაზე.
ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას
მთლიან ჯგუფს მივცემ დავალებას გააერთიანონ თავიანთი მონაცემები და დაადგინონ სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა მათი საშუალო ასაკი გაბნევის დიაპაზონი. გააკეთონ პროგნოზი სოფლის მოსახლეობის რაოდენობია ცვლილების შესახებ უახლოეს ხუთი წლის განმავლობაში.
მიზნები და შედეგი.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვების უნარი, უკეთესად გაიცნობენ თავიანთ სოფელს და მის პრობლემებს, პრაქტიკაში შეძლებენ რიცხვითი მონაცემებით დასკვნების გაკეთებას.
მონაწილეთა ასაკი 14–15– წელი
ხანგრძლივობა/ვადები: 2 თვე
სამუშაო ენა: ქართული
ფასილიტატორი: გოჩა ძაგანია
ფასილიტატორის ელ. ფოსტა; gochadzagania@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий